#2

0

პროექტის ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია

სახელი, გვარი: თამაზი ურიადმყოფელი 

საკონტაქტო ტელ:  + 995598858077: +995598106940.

ელ. ფოსტა : taletat55@mail.ru

Description

საინვესტიციო წინადადების აღწერა

ბიზნეს იდეის დასახელება: 

,,ნატურალური რძის გადამუშავებით ჩვეულებრივი და შებოლილი სულგუნის წარმოება“

     ბიზნეს   იდეის მიმართულება და მიზანი.     

ბიზნეს იდეა მიმართულია,  ნატურალური რძის გადამამუშავებელი მარკეტინგული ტიპის საწარმოს შექმნისკენ და მის  საფუძველზე, იმერეთის და საქართველოს სხვა რეგიონების  ჩვეულებრივი და შებოლილი  სულგუნით მომარაგების  მზარდი მოთხოვნილების მაქსიმალურად დაკმაყოფილებისაკენ,   რადგან დღევანდელი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ აღნიშნული პროდუქციის მწარმოებელი დიდი საწარმოები დასავლეთ საქართველოში თითქმის გაჩერებულია და რომლებიც მუშაობენ  ვერ უზრუნველყოფენ მოსახლეობი მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.   სულგუნის  წარმოება დღეს  კერძო გლეხების ხელშია, არის სტიქიური და მიმდინარეობს  პროდუქციის ტექნოლოგიური დამუშავებისა და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ასევე  ხარისხის უკონტროლობით.  სავაჭრო ცენტრები და ბაზრები გაჯერებულია ყველასათვის უცნობი, მეცნიერული ტექნოლოგიების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით და კუსტარულად დამზადებული, შეუფუთავი და არაეტიკეტირებული ე,წ. ,,ჟენია ბებოს“ და ,,ქსენია ბებოს“ ყველით, რომელთა ჩანაცვლება მარტივად შეიძლება მეცნიერული ტექნოლოგიებისა დ სანიტარულ ჰიგიენური წესების სრული დაცვით დამზადებული და ეტიკეტირებული  სულგუნით, მით უმეტეს ქვეყანაში   ტურის-ტთა ნაკადების გაზრდის შემთხვევაში;

პროექტის რეალიზაციის   მიზანი:

  1. ადამიანთა დასაქმება და  მოსახლეობის მოთხოვნილების მაქსიმალური დაკმაყოფილება;
  2. ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალხარისხოვანი პროდუქტების შექმნის შესაძლებლობის  კვლევა; 4.  შემოსავლების გადიდება და საწარმოს  პერსონალის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროექტის ძლიერი და სუსტი  მხარეები:

  1. პროდუქციის (ჩვეულერივი და შებოლილი სულგუნი) მოხმარებაზე მუდმივად მზარდი მოთხოვნილება და მის საფუძველზე გასაღება-რეალიზაციისა და ღირსეული კონკურენციის არარსებობა როგორც იმერეთის რეგიონში, ასევე მთელ სქართველოში.
  2. ბაზრების და სავაჭრო ცენტრების აბსოლუტური უმრავლესობა გაჯერებუ-ლია ყველასათვის უცნობი კუსტარული წესით და მეცნიერული ტექნოლოგიებისა და სანიტარული ნორმების უხეში დარღვევებით დამზადებული  და ტრანსპორტირებული, შეუფუთავი და  არაეტიკეტირებული  ე, წ.  ,,ჟენია ბებოს“ და ,,ქსენია ბებოს“ ყველით,
  3. მითითებულ სფეროში კომპანიის თითოეულ წევრთა მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება.
  4. სუსტ მხარედ მიჩნეულია მცირე რაოდენობის რძის მიღება ყოველდღიურად (არანაკლებ 1 ტონის).

სულგუნს ვაწარმოებთ შემდეგნაირად:

ჯანსაღი რძიდან (ძროხის რძის საშუალო შემადგენლობა ასეთია – ცილები 3,3 %; ცხიმი – 3,8 %; რძის საქარი ლაქტოზა – 4,7 %; ნაცარი – 0,7 %; წყალი 87,5 % და სხვა ვიტამინები და ფერმენტები), შემოწმების, გაფილტვრისა და პასტერიზაციის შემდეგ ამოგვყავს ყველი, რომელსაც სპეციალურ ჭურჭელში ვაგროვებთ უმარილოდ, შემდეგ  სახარშ ქვაბში ჩავჭრით ნაჭრებად და ვხარშავთ (80 – 90)0C ტემპერატურამდე გაცხელებულ  წყალში (შესაძლებელია რძიანწყალშიც) რამოდენიმე ათეული წუთი, ამოვიღებთ მიღებულ მასას და ვახდენთ მათ სულგუნის ფორმებდ ჩამოყალიბებას, დამარილება-დაყოვნებას და გამზადებას სარეალიზაციოდ.

    სულგუნის შებოლვას ვახდენთ უჟანგავი ლითონისაგან დამზადებულ სპეციალურ აპარატში, სადაც ვიყენებთ ნახერხის წვის შედეგად მიღებულ ბოლს, რომელშიც ხვდება ჩამოკიდებული სულგუნი.

წარმოდგენილი საგრანტო იდეის განხორიელებისათვის საჭირო ინტელექტუალურ – ტექნიკური რესურსებისა და საინვესტიციო თანხის – 800 000 ლარი (რვაასი ათასი ლარი) ანუ 260 000 ამერიკული დოლარი (ორას სამოცი ათასი ამერიკული დოლარი)  ზუსტი გაანგარიშება წარმოდგენილია ბიზნეს გეგმაში.  

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “#2”

Your email address will not be published. Required fields are marked *

8 + 2 =