#12

0

როექტის ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია

სახელი, გვარი:  გრიგოლ ბიწაძე

Description

საინვესტიციო წინადადების აღწერა.

საქართველო, იმერეთი, თერჯოლა.

პროექტის შინაარსი (გათვალისწინებული) შპს ,,ანდიტრი,, აწარმოებს ორგანულ ჩაის და იმერულ ყველს, რომელიც დაძველებულია ფოთლებში. პროდუქტი ძალიან კარგად იყიდება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე. ჩვენ ამის დიდი პოტენციალი და გამოცდილება გვაქვს.
პროექტის აქტუალობა.
დღეს მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა ბიოპროდუქტებზე. ამჟამად ჩვენ ვაწარმოებთ ჩაის და იმერულ ყველს, რომელიც დამზადებულია (დაძველებულია) ჩაის ფოთლებში. არსებობს ყველა წინაპირობა ორგანული პროდუქციის წარმოებისა და მრავალფეროვნების გაზრდისთვის (ჩაი, ყველი, თაფლი, ტყემალი)

პროექტის მოქმედების და განვითარების პერსპექტივები:  გრძელვადიანი.
პროექტების განხორციელების შემთხვევაში, ჩვენ დავასრულებთ უკვე დაწყებული შენობებისა და ნაგებობების კეთილმოწყობას, რომლებიც შექმნილია ტურისტების მისაღებად. მათზე ზრუნვა, ყურადღება და კულინარიული სიურპრიზები იწვევს აღფრთოვანებას, (პროექტის შინაარსობრივი დატვირთვა იქნება: ჩაის მარშრუტი).
ამ დროისთვის 30-მდე ადამიანია დასაქმებული, პროექტის განხორციელების შემთხვევაში კიდევ 20 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, რაც უდავოდ შეუწყობს ხელს სოფელში მოსახლეობის შემოსავლის ზრდას. არსებობს მდიდარი გამოცდილება. ჩვენ გავიარეთ სემინარები ჩაის წარმოების შესახებ ჩინეთში “TENFU” კოლეჯში, სადაც გადმოგვეცა დიპლომი და სერთიფიკატი. ჩვენ მივიღეთ “საუკეთესო ქართული ჩაი 2019” თასი. ჩვენი ჩაი წარმატებით იყიდება ევროპის ქვეყნებში. 2018 წლის მოსავლის რეალიზაცია ჩინეთში მოხდა.
პროექტის განხორციელების მოსალოდნელი ეკონომიკური მაჩვენებლები.
საშუალო წლიური შემოსავალი (აშშ დოლარი) -50,000
საშუალო წლიური მოგება (აშშ დოლარი) -35,000
პროექტის განხორციელების პერიოდი სესხის მიღებიდან (წლები): – 2 წელი
საჭირო სესხის თანხა – (აშშ დოლარი) – 150,000
საკრედიტო ვადა (წლები): -5 წელი
ინვესტორთან თანამშრომლობის (პარტნიორობის) ფორმები.
სესხის მიღება წლიური 3 პროცენტით

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “#12”

Your email address will not be published. Required fields are marked *

55 − 48 =