Description
საინვესტიციო წინადადების აღწერა.
საქართველო, იმერეთი, ქუთაისი.
პროექტის შინაარსი: ქალაქ ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. 23-ში, მაქვს სამ სართულიანი შენობა, სადაც ფუნქციონირებს სასტუმრო ,,მონოპოლი,, 16 ნომრით და ,,მონოპოლის,, კაფე 50 ადგილიანი. დღეისათვის სასტუმროს საშუალო დატვირთვა დაახლოებით 60% -ია, გაყიდვების წლიური მოცულობა 80 000 აშშ დოლარია, კაფეში გაყიდვების წლიური მოცულობა 60 000 აშშ დოლარია.
პრობლემის აღწერა:
ტურისტული სეზონის განმავლობაში (მაისი-ოქტომბერი) არ არის საკმარისი ოთახი ტურის მოსათავსებლად. 30 სტუმარზე მეტი (ჯგუფი).
სასტუმროს ესაჭიროება საკუთარი ავტობუსი ტურების მომსახურებისათვის,
ასევე ესაჭიროება სართულის დამატება რათა 16 ნომრის ნაცვლად გვქონდეს 30 ნომერი.
Პროექტის აღწერა:
დავამატოთ სართული, რომ ოთახების რაოდენობა 30-მდე გაიზარდოს.
შევიძინოთ 2 ერთეული 8 და 20 ადგილიანი მიკროავტობუსი.
ინვესტორთან თანამშრომლობის (პარტნიორობის) ფორმები
სესხის მიღება სასურველია წლიური 3 (სამ)% პროცენტით, ან თანამონაწილეობა შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
Reviews
There are no reviews yet.